ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი ერთგულებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტშია აღნიშნული.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, აშშ მხარს დაუჭერს დიპლომატიურ ძალისხმევებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოსაგვარებლად.
„რამდენადაც მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი ერთგულებას. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებაში დასავლეთ ბალკანეთში. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენ გავაგრძელებთ თურქეთთან მუშაობას, რათა გავაძლიეროთ მისი სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კავშირები დასავლეთთან. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.