ხერსონის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 5 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს – “სამხრეთი”

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის, “სამხრეთის” სპიკერმა, ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.

მისი თქმით, იუჟნობუგსკაიას ოპერატიული ზონაში ვითარება დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია. “თავდაცვის ძალების მიერ მტრის ძალების, სამეთაურო და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემების განადგურება გრძელდება.

ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რეგიონში ნოვოვასილიევკას, ნოვოგრიგორიევკას, ნოვაია კამენკას, ტრიფონოვკასა და ჩერვონოიეს განთავისუფლებაში. მიმდინარეობს სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეანიმაციის ღონისძიებები”, – თქვა ნაზაროვმა. მისივე თქმით, მტერი ინტენსიურად ახორციელებს 17 დასახლებული პუნქტის და გათავისუფლებული ტერიტორიების საჰაერო დაზვერვას.

გრძელდება უკრაინული პოზიციების დაბომბვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები