“პუტინმა ომის დანაშაულები ჩაიდინა, ვერ ვხედავ მასთან შეხვედრის მიზეზს” – ბაიდენი პუტინს G20-ის სამიტზე არ შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ, ინდონეზიაში G20-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზეზს ვერ ხედავს.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კონკრეტულად რაზე ისურვებდა ის საუბარს“, – თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ “თუ პუტინი ისურვებს დაკავებული ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის საკითხის განხილვას, მაშინ მზად ვიქნებოდი”.

“მაგრამ შეხედეთ, ის სასტიკად მოიქცა. მე ვფიქრობ, რომ მან ჩაიდინა ომის დანაშაულები. ამიტომ, მე ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს მასთან შეხვედრისთვის”, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

G20-ის სამიტი ბალიში (ინდონეზია) 15-16 ნოემბერს ჩატარდება.

ამ დრომდე დაზუსტებით უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა, ინდონეზიაში უკვე ორჯერ გაკეთდა განცხადება, რომ სამიტში რუსეთის და უკრაინის პირველი პირებიც იქნებიან.

ასევე, უცნობი იყო ლ, შეხვდება თუ არა რუს კოლეგას აშშ-ის პრეზიდენტი. ადრე დასმულ კითხვაზე ბაიდენმა თქვა: “ვნახოთ”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით კი, თუ შეხვედრის წინადადება ვაშინგტონიდან წამოვა, კრემლი “მას განიხილავს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები