უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: გუშინდელი დღის შემდეგ, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თითქმის 30%-ზე განახორციელა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს განცხადებით, გუშინდელი დღის შემდეგ, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30%-ზე განახორციელა.

როგორც უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, ეს იყო პირველი შემთხვევა ომის დაწყებიდან, როდესაც რუსეთის დრამატული მიზანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

მისი ​თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპულ ქვეყნებს, რუსული გაზისა და ქვანახშირის დაზოგვაში ეხმარება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინის ენერგოსისტემა ჯერ კიდევ სტაბილურია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან პარტნიორებს მოუწოდა უკრაინას საჰაერო თავდაცვითი სისტემებით დაეხმარონ, რათა ქვეყანამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უკეთესად დაცვა შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები