პოდოლიაკი: დემოკრატია ტერორისტებზე უკეთ უნდა იყოს შეიარაღებული
ყველაზე მეტად რაც გვჭირდება საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემებია, საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხო ძილი უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, დემოკრატია ტერორისტებზე უკეთ უნდა იყოს შეიარაღებული.
„რუსული რაკეტები ევროპის საბავშვო მოედნებზე არ დაფრინავენ. ვაშინგტონში სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, რა არის განგაშის სიგნალის ხმა. ჩვენ მოკავშირეებს უკვე აღარ ვთხოვთ ცის ჩაკეტვას. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემებია, საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხო ძილი უზრუნველვყოთ. დემოკრატია ტერორისტებზე უკეთ უნდა იყოს შეიარაღებული“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
Російські ракети не літають над дитячими майданчиками в Європі. У Вашингтоні школярі не знають звуку сирен. Ми вже не просимо союзників закрити наше небо. Усе, що нам треба, – достатньо ППО/ПРО, аби забезпечити сон наших дітей. Демократії мають бути озброєні краще, ніж терористи.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) October 11, 2022