ზელენსკი: მტერმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა წამოიწყო

მტერმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა წამოიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით აღდგენითი სამუშაოები საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.

„დღეს დილით მტერმა უკრაინის მიმართულებით 28 რაკეტა გაუშვა, საიდანაც 20 ჩამოვაგდეთ. 15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან თითქმის ყველა ირანულია, უმეტესობა ჩამოვაგდეთ. აღდგენითი სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი დარტყმები, უკვე აღვადგენდით ელექტრომომარაგებას, წყალმომარაგებასა და კავშირს, რომელიც გუშინ ტერორისტებმა დააზიანეს. სადაც იყო ნგრევა, ინფრასტრუქტურა განახლდება ყველგან. სადაც მტრის იმედი იყო, ყველგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი გამარჯვებისთვის!“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები