აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მა უკვე დაიწყო NASAMS-ის პირველი ორი სისტემის მიწოდების პროცესი და იგი უახლოეს მომავალში დასრულდება.
ჯონ კირბიმ უარი თქვა მიწოდების კონკრეტული თარიღის დასახელებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ „აშკარად დაინტერესებულია სისტემის მიწოდების დაჩქარებით“.