უკრაინამ რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად კიდევ 32 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეთა მორიგი გაცვლა განახორციელეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინამ რუსეთთან სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად, 32 პატიმარი დაიბრუნა.

„გათავისუფლებულთა შორის არიან ოფიცრები, სერჟანტები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. ყველა მათგანი იმყოფებოდა ისეთ ადგილებში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. ბევრი მათგანი დაკარგულად ითვლებოდა“, – წერს ანდრეი ერმაკი Telegram-ზე.

მისი თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო ისრაელის მოქალაქის, დმიტრო ფიალკას ცხედარი, რომელიც ომში მოხალისედ იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები