G7-ის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და სამართლებრივ დახმარებას კვლავ გაუწევენ

G7 summit or meeting concept. Row from flags of members of G7 group of seven and list of countries, 3d illustration

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

G7-ის ლიდერები მზაობას გამოთქვამენ, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის შემდგომი ეკონომიკური სანქციების დაწესებას, მათ შორის ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიის სტატუსის შეცვლის უკანონო მცდელობებს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით გაეროს წესდების შესაბამისად, უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და დაიბრუნოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ დავარწმუნეთ პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მტკიცენი ვართ ჩვენს ვალდებულებაში, გავუწიოთ მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისათვის ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო, დიპლომატიური და სამართლებრივი დახმარების გაწევას და მტკიცედ დავდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ზამთრისთვის საჭიროებების დაკმაყოფილებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები