როდესაც რუსეთი თავს ესხმის ენერგეტიკულ სექტორს და ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ სტაბილურობას, ჩვენ უნდა დავბლოკოთ მისი ენერგეტიკული სექტორი სანქციებით, დავანგრიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ნავთობით და გაზით ვაჭრობიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ნავთობის და გაზის ექსპორტზე მკაცრი ფასის ზედა ზღვარის დაწესებაა საჭირო.
„რუსეთი უნდა იყოს მთლიანად იზოლირებული და დასჯილი. უნდა დაისაჯოს როგორც პოლიტიკურად, ასევე სანქციების კუთხით. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ მეგობრებს სანქციების მერვე პაკეტისთვის, მაგრამ მერვე პაკეტი რუსეთისთვის სასჯელი არ არის. რუსეთმა დაიწყო ესკალაციის ახალი ეტაპი და ამიტომ საჭიროა სანქციების ახალი პაკეტი – ძლიერი პაკეტი. და მე გთხოვთ მიიღოთ ის!
„დიდი შვიდეულის“ და მთელი ჩვენი დემოკრატიული სამყაროს დონეზე უნდა ვუპასუხოთ სიმეტრიულად: როდესაც რუსეთი თავს ესხმის ენერგეტიკულ სექტორს და ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ სტაბილურობას, ჩვენ უნდა დავბლოკოთ მისი ენერგეტიკული სექტორი სანქციებით, დავანგრიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ნავთობით და გაზით ვაჭრობიდან. რუსეთის ნავთობის და გაზის ექსპორტზე საჭიროა მკაცრი ფასის ზედა ზღვარის დაწესება – ნულოვანი მოგება ტერორისტი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.