„რუსეთს სურს უკრაინასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროში ქაოსი გამოიწვიოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთს სურს უკრაინასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროში ქაოსი გამოიწვიოს და ამიტომ იყენებს ყველაფერს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერს, რომელიც მისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის, რაც ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ეს საფრთხე. ჩვენ გვაქვს მშვიდობის ფორმულა. ახლა კი, რუსეთის ტერორზე, ფიქტიურ რეფერენდუმზე და ჩვენი ტერიტორიის ანექსიის მცდელობაზე რეაგირებით, შეგვიძლია გამოვიყენოთ მშვიდობის ფორმულა ისე, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს შანსი არ ჰქონდეს.

პირველი პუნქტი თავდაცვითი მხარდაჭერაა. საჰაერო ფარი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, რომელიც ჩვენი მშვიდობის ფორმულის ელემენტია. როდესაც უკრაინა მიიღებს საკმარისი რაოდენობის თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რუსული ტერორის ძირითადი ელემენტი – სარაკეტო დარტყმები – შეწყვეტს მუშაობას. მეორე პუნქტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაა. ის ლოგიკურად შერწყმულია მესამე პუნქტთან – [რუსეთის] დასჯასთან, რომელიც ნებისმიერი მშვიდობის ფორმულის განუყოფელი ელემენტია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები