ვოლოდიმირ ზელენსკი – G7-ის ლიდერებს: არ შეიძლება დიალოგის წარმართვა რუსეთის ლიდერთან, რომელსაც მომავალი არ აქვს

აშკარა ფაქტი უნდა ვაღიაროთ: არ შეიძლება დიალოგის წარმართვა რუსეთის ამ ლიდერთან, რომელსაც მომავალი არ აქვს. მან თავად უარყო დიალოგი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა ერთი ადამიანი ბლოკავს მშვიდობას და ეს ადამიანი მოსკოვშია.

„აშკარა ფაქტი უნდა ვაღიაროთ: არ შეიძლება დიალოგის წარმართვა რუსეთის ამ ლიდერთან, რომელსაც მომავალი არ აქვს. მან თავად უარყო დიალოგი. ის საუბრობს ულტიმატუმებით, ტერორი არის მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი, სხვა ადამიანების მიმართ. რუსეთის [საჰაერო] დარტყმების, მკვლელობებისა და საერთაშორისო სამართლის ბოროტად გამოყენების შემდეგ, თქვენი საზოგადოებები ვერ გაგიგებენ, თუ ამ ტერორის ლიდერს რაიმე პერსპექტივას არ გაუწყვეტთ.

მსოფლიოში ყველას უნდა ესმოდეს: მოლაპარაკებები შეიძლება იყოს ან რუსეთის სხვა ხელმძღვანელთან – რომელიც შეასრულებს გაეროს წესდებას, ჰუმანურობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირითად პრინციპებს – ან სხვა კონფიგურაციაში, რათა მთავარ ტერორისტს არ ჰქონდეს საშუალება ტერორის საშუალებით გავლენა მოახდინოს მთავარ გადაწყვეტილებებზე. ახლა ერთი ადამიანი ბლოკავს მშვიდობას და ეს ადამიანი მოსკოვშია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები