“ნატო რუსეთის მხრიდან შესაძლო ბირთვული დარტყმისთვის მზადებას ჯერ ვერ ხედავს” – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის მხრიდან შესაძლო ბირთვული დარტყმისთვის მზადებას ჯერ ვერ ხედავს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

​”რუსეთმა იცის, რომ ბირთვული ომის წარმოება და მისი მოგება არ შეიძლება. ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. რუსული ბირთვული ძალების განლაგებაში ცვლილება ვერ შევნიშნეთ, მაგრამ ფხიზლად ვართ”, – თქვა მან.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი აძლიერებს საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, ასევე, სადაზვერვო საქმიანობას და მონაცემების გაცვლას.

„ჩვენ მივიღებთ შემდგომ ზომებს ჩვენი მდგრადობის გასაძლიერებლად და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, ხოლო მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმას საერთო და გადამწყვეტი პასუხი ექნება“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები