მედია: G20-ის სამიტზე პუტინი და ზელენსკი მიიღებენ მონაწილეობას

უკრაინის და რუსეთის პირველი პირები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ბალიში G20-ის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, – წერს პორტალი Okezone.

G20-ის სამიტი ბალიში (ინდონეზია) 15-16 ნოემბერს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ორი პრეზიდენტის სამიტში მონაწილეობის შესახებ ეს ინდონეზიის უკვე მეორე განცხადებაა.

თუმცა, გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვთ.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, ვლადიმერ პუტინმა კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, და თქვა, რომ “ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

გარდა ამისა, მსოფლიო მედია ინტერესდება საკითხით, არის თუ არა მოსალოდნელი სამიტის კულუარებში რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა, რაზეც ჯო ბაიდენმა თქვა, რომ “ვნახოთ”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით კი, თუ შეხვედრის წინადადება ვაშინგტონიდან წამოვა, კრემლი “მას განიხილავს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები