“ენერგოატომი”: ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორის მოადგილე გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი მარტინიუკი გაიტაცეს.
ამის შესახებ Energoatom-ის განცხადებაშია ნათქვამი.
“ენერგოატომში” ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები მარტინიუკის წინააღმდეგ წამებისა და დაშინების მეთოდებს იყენებენ.
“ასე ცდილობენ რუსები, მოიპოვონ ძალიან საჭირო ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების პირადი საქმეების შესახებ, რომ უკრაინელი პერსონალი რაც შეიძლება მალე აიძულონ, იმუშაოს “როსტომზე”. ოკუპანტები პირდაპირი გაგებით, აწამებენ სადგურის ბირთვული მუშაკების წინააღმდეგ და არ ერიდებიან არც ყველაზე სასტიკ დაშინებებს.
მივმართავთ IAEA-ს გენერალურ დირექტორს, რაფაელ გროსს და მთელ მსოფლიო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო ზომა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვალერი მარტინიუკი რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან და დააბრუნონ ის სამსახურში. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების განუკითხაობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს! ამისთვის სადგურის ირგვლივ უნდა შეიქმნას ბირთვული უსაფრთხოების ზონა და დაუბრუნდეს ის უკრაინის სრულ კონტროლს“, – ნათქვამია Energoatom-ის განცხადებაში.