ბელარუსში შეიარაღებული ძალების შემოწმება დაიწყო
ბელარუსში დღეს შეიარაღებული ძალების შემოწმება დაიწყეს.
ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
აღინიშნება, რომ ის კომპლექსურია და მოიცავს დავალებების შესასრულებლად მზადყოფნის შემოწმების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს.
„შემოწმების დროს სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები შეიმუშავებენ მზადყოფნაში მოქცევის, მსვლელობის, დანიშნულ ზონებში განლაგების საკითხებს საბრძოლო მომზადების ამოცანების შესრულებით“, – აცხადებენ სამინისტროში.
რუსეთის მიერ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების მასირებული თავდასხმის ფონზე, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან საკავშირო სახელმწიფოს რეგიონალური დაჯგუფების შექმნასა და ბელარუსში მის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
„საკავშირო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონალური დაჯგუფების განთავსებაზე. ეს ყველაფერი ჩვენი დოკუმენტების მიხედვით. თუ საფრთხის დონე მიაღწევს არსებულ დონეს, საკავშირო სახელმწიფოს დაჯგუფებას ავამოქმედებთ”, – თქვა მან.
მისი თქმით, ამ დაჯგუფების საფუძველია – არმია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები.
“მინდა გითხრათ, რომ ამ დაჯგუფების ფორმირება დაწყებულია. უკვე ორი დღეა, მიმდინარეობს. განკარგულება გავეცი, რომ დავიწყოთ ამ დაჯგუფების ფორმირება”, – თქვა ლუკაშენკომ.
შეთანხმების ფარგლებში, ბელარუში ათამდე რუსი სამხედრო განლაგდება.