“მელიტოპოლში, ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა” – ქალაქის მერი
მელიტოპოლში, ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა Telegram-ში დაწერა.
“მელიტოპოლის აეროდრომზე, სადაც ოკუპანტებმა კიდევ ერთი სამხედრო ბაზა განალაგეს, აფეთქებები მოხდა. დაიწყო აურზაური და მაშინვე იქ რაღაც “სწავლებაზე” საუბრები. თუმცა, ადგილობრივები უკვე განასხვავებენ საცოდავი “სწავლებისა” და სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის ხმამაღალი აფეთქებების ხმებს”, – დაწერა მან.
ფედოროვმა დასძინა, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ზუსტდება.