ენერგეტიკის ობიექტებზე სამი აფეთქება მოხდა – ოკუპანტებმა ლვოვი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის რეგიონი დაბომბეს. სამი აფეთქება მოხდა ენერგეტიკის ობიექტებზე. ​

ამის შესახებ ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ ტელეგრამში დაწერა.

“ორ ენერგეტიკულ ობიექტზე სამი აფეთქება მოხდა. დარჩით თავშესაფრებში! არ გაავრცელოთ ფოტოები, ვიდეოკადრები და ჭორები”, – დაწერა მან.

თავის მხრივ, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა და დააკონკრეტა, რომ ჭურვები რეგიონულ ცენტრში ჩამოვარდა.

დეტალები ზუსტდება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები