“სპეცოპერაციაში გარდამტეხი მომენტი ნოემბერ-თებერვალში დადგება” – ბელარუსის “კგბ”

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ივან ტერტელმა განაცხადა, რომ უკრაინაში “სპეცოპერაციაში” გარდამტეხი მომენტი შესაძლოა, ნოემბერ-თებერვალში დადგეს.

ამის შესახებ BelTA წერს.

“თუ რუსეთის ფედერაცია ჩაატარებს ხარისხობრივ მობილიზაციას, თავისი ჯგუფების ტექნიკური საშუალებებით და მოწინავე იარაღით უზრუნველყოფს, მაშინ საომარი მოქმედებები გადავა საკვანძო ფაზაში. ჩვენი შეფასებით, გარდამტეხი იქნება ნოემბერ – თებერვლის პერიოდი”, – თქვა ტერტელმა.

მანამდე, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა უკრაინაზე თავდასხმის მომზადების შესახებ ინფორმაციას „სიყალბე“ უწოდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი ათასამდე რუს ჯარისკაცს მიიღებს და დაიწყებს „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები