“უკრაინაში ომის ახალი ეტაპი დაიწყო” – უკრაინაში პოლონეთის ელჩი

უკრაინაში პოლონეთის ელჩი, ბარტოშ ციხოცკი აცხადებს, რომ 10 ოქტომბერს მასიური სარაკეტო დარტყმებით რუსეთმა უკრაინაში ომის ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის სტრატეგიული მიზანი უცვლელი რჩება.

 

ამის შესახებ მან RMF FM-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„პირველ რიგში, უკრაინელები ხვდებიან, რომ ეს არ არის ომი ამა თუ იმ ქალაქის გამოყოფისთვის. მისი მიზანია უკრაინის სახელმწიფოს განადგურება, დაჩოქება, ძალაუფლების აღება, მარიონეტების დანიშვნა და რაც გუშინ დაიწყო, ახალი ეტაპია. ის ახალია ტაქტიკური თვალსაზრისით, მაგრამ არა – სტრატეგიული“, – განაცხადა ციხოცკიმ.

 

დიპლომატის თქმით, ვლადიმერ პუტინის ბირთვული მუქარები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

 

„საერთაშორისო თანამეგობრობამ დღეს ცალსახა სიგნალი უნდა გაუგზავნოს რუსეთს, რომ ეს არის ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაილახოს და ამაზე გავლენა არ უნდა იქონიოს შემთხვევითი გამვლელის აზრმა”, – თქვა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები