“რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება, მისი ძალები გამოფიტულია” – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კომუნიკაციების ცენტრის (GCHQ) ხელმძღვანელი, ჯერემი ფლემინგი აცხადებს, რომ რუსებს, უკრაინაში რამდენიმეთვიანი დამღლელი ბრძოლის შემდეგ, საბრძოლო მასალა ეწურებათ.

ამის შესახებ The Guardian-ის სტატიაშია ნათქვამი.

მოსალოდნელია, რომ დღეს ფლემინგი Rusi-ს ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოვა, რაც იშვიათად ხდება. როგორც სავარაუდოა, თავის სიტყვაში ის ისაუბრებს იმაზე, რომ რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება, რომ მოსკოვის ძალები გამოფიტულია და რომ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული მობილიზაცია სასოწარკვეთის მაჩვენებელია.

„ჩვენ ვიცით და ადგილზე მყოფმა რუსმა მეთაურებმა იციან, რომ მათი მარაგები და საბრძოლო მასალა იწურება. რუსეთის გარდაუვალი სამხედრო გამარჯვება, რაზეც მათი პროპაგანდისტული მანქანა საუბრობდა, ძალიან შორს არის ამისგან და აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე და კიბერცივრცეში უკრაინის გაბედულმა ქმედებებმა სიტუაცია შეცვალა“, – თქვა ფლემინგმა.

რუსეთის პრეზიდენტზე საუბრისას ფლემინგი, სავარაუდოდ, იტყვის, რომ, “შიდა გამოწვევის პირობებში, მისი გადაწყვეტილებები არასწორი აღმოჩნდა” და რომ მან გამოიყენა “მაღალი ფსონების სტრატეგია, რომელიც მსჯელობებში სტრატეგიულ შეცდომებს იწვევს”.

ფლემინგი ასევე ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეზეც ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები