დღეს G7-ის ლიდერთა საგანგებო სხდომა გაიმართება – შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება
რუსი ოკუპანტების მიერ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების მასიური სარაკეტო იერიშების გამო, დღეს G7-ის ლიდერები საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რომელშიც ვიდეოკავშირით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.
ჯგუფის წევრების სხდომის მოწვევაზე გუშინ ზელენსკი და ოლაფ შოლცი შეთანმხდნენ.
“დიდი შვიდეულის ლიდერები შეიკრიბებიან, რომ დაადასტურონ ოპოზიციის ერთიანობა უკრაინაში პუტინის მუდმივი სისასტიკის წინააღმდეგ. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, როგორიცაა კიევი, ის კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და აფერხებს ელექტროენერგიის მიწოდებას და კომუნიკაციებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პუტინმა მოაწყო ყალბი რეფერენდუმი, უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.