“რუსეთი უკრაინაზე მასიურ საჰაერო თავდასხმებს ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდა” – თეთრი სახლი
შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ რუსეთი უკრაინაზე მასიურ საჰაერო თავდასხმებს ჯერ კიდევ ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდა.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
“სავარაუდოდ, ეს იყო ის, რასაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებას შეიძლება, დაეჩქარებინა მათი ზოგიერთი გეგმა”, – თქვა კირბიმ.
მისივე თქმით, ამ მასშტაბის თავდასხმები რამდენიმე დღეში ვერ დაიგეგმებოდა.