“პუტინი “ესკალაციის კიბეზე” ეტაპობრივად ავა, ბირთვული იარაღის დაუყოვნებლივი გამოყენების გარეშე” – ISW

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ესკალაციის კიბეზე“ ეტაპობრივად და ფრთხილად ავა, ვიდრე უფრო მკვეთრ ზომებზე გადავა, როგორიც არის ბირთვული იარაღის გამოყენება.

ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დღევანდელ დასკვნაშია ნათქვამი.

ინსტიტუტში ასევე ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნიათ, რომ რუსეთისა და ბელარუსის ძალებმა უკრაინას ჩრდილოეთიდან შეუტიონ – მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკაში საკავშირო სახელმწიფოს ჯარების რეგიონალურ დაჯგუფებას განალაგებს.

„ბელარუსში ნებისმიერი ფორმირების რუსული კომპონენტი, სავარაუდოდ, იქნება დაკომპლექტებული მობილიზებული ან დაბალი მზადყოფნის მქონე წვევამდელებისგან, რომლებმაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო საფრთხე შეუქმნან“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ამავდროულად, იქვე ამბობენ, რომ კრემლი შეიძლება, ცდილობდეს, გამოიყენოს დამატებითი რუსული ძალები ბელარუსში, რომ დააფიქსიროს უკრაინული ძალები კიევის მახლობლად და თავიდან აიცილოს მათი გადაჯგუფება კონტრშეტევისთვის.

10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების, მათ შორის, კიევის დაბომბვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, ყირიმში უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერაქტები განმეორდება, განმეორდება ასევე საპასუხო დარტყმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები