უკრაინაში 10 ოქტომბრის სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 105 დაშავდა

რუსი ოკუპანტების მიერ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებისა და დედაქალაქის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 105 დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახური იტყობინება.

აღნიშნულია, რომ 12 რეგიონსა და კიევში დაბომბვის შედეგად 30-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ იქნა ლიკვიდირებული.

კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლისა და ხმელნიცკის რაიონებში 301 დასახლებული პუნქტი.

ენერგეტიკოსების თქმით, ელექტრომომარაგება აღდგენილია 3571 დასახლებაში პოლტავას, სუმის, ტერნოპოლის, ლვოვის, კიევისა და ხმელნიცკის რაიონებში.

ხანძრის ჩაქრობასა და სამაშველო ოპერაციებში 1000-ზე მეტი ადამიანი და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 120-მდე ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები