დმიტრო კულება: როდესაც პუტინის არმიას უკრაინის დამარცხება არ შეუძლია, საპასუხოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი აირჩია

რუსული სარაკეტო თავდასხმების ტალღის მიუხედავად, უკრაინა ქვეყნის მასშტაბით ტერიტორიების გათავისუფლებას გააგრძელებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„რასაც არ უნდა აკეთებდეს ის [პუტინი], ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ტერიტორიის განთავისუფლებას. ეს არის ომი უკრაინის არსებობისთვის. ეს არის ომი საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დამყარებული წესრიგის არსებობისთვის. ვითარება შეიძლება გამძაფრდეს, მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა, თუმცა ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და გავიმარჯვებთ“, – განუცხადა კულებამ CNN-ს.

მისი თქმით, რუსული თავდასხმის სამიზნეების „აბსოლუტური უმრავლესობა“ ენერგო ობიექტები იყო.

„ეჭვგარეშეა, რომ ამ [სარაკეტო] თავდასხმის მიზანი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება და მათი ცხოვრების მაქსიმალურად გართულება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლის ველზე პუტინის დამარცხების შედეგი. როდესაც მის არმიას არ შეუძლია უკრაინის არმიის დამარცხება, მან საპასუხოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი აირჩია, როგორც შურისძიება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები