პოლონეთი ბელარუსში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს
პოლონეთის მოქალაქეებმა ბელარუსი უნდა დატოვონ, – სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ოფიციალურმა ვარშავამ განაცხადა.
მათი თქმით, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია, რომლის გამოც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნაწილობრივ იძაბება.
„ჩვენი რჩევაა, რომ პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დატოვონ მისი ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით“, – ნათქვამია პოლონეთის მთავრობის რეკომენდაციაში.