ზელენსკი აცხადებს, რომ მთავრობა უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების აღდგენაზე მუშაობს
რუსეთის დღევანდელი სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან კომუნიკაციებისა და ენერგომომარაგების აღდგენის საკითხი განიხილა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთავრობა უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენაზე მუშაობს.
ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს მობილური კომუნიკაციას, არ დაზიანებულა. ზოგან შეფერხებები იყო ელექტრომომარაგების უქონლობის გამო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.