საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი: უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით
უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით, – ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა.
„უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორი თხევად ბუნებრივ აირს 4-ჯერ ძვირად ყიდის იმ ფასზე, რა ფასადაც მას თავის მრეწველებს სთავაზობს“, – განაცხადა ბრუნო ლე მერმა.
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ეკონომიკური დასუსტება არავის ინტერესში არ შედის.
„ევროპის ეკონომიკური დასუსტება ამერიკელი პარტნიორების ინტერესში არ შედის. უნდა გამოვნახოთ უფრო დაბალანსებული ეკონომიკური ურთიერთობები ენერგეტიკულ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მინისტრმა.
"Le conflit en Ukraine ne doit pas se solder par une domination économique américaine et un affaiblissement de l'UE", assure @BrunoLeMaire. "Nous ne pouvons pas accepter que notre partenaire américain vende son GNL 4 fois le prix auquel il le vend à ses industriels."#DirectAN pic.twitter.com/vK1X5VhZlS
— LCP (@LCP) October 10, 2022