„ეს არის ამ ომის ბუნების ღრმა ცვლილება“ – მაკრონი უკრაინაში რუსულ თავდასხმებზე

French President Emmanuel Macron speaks to the press during a visit in the city of Craon, northwestern France, on October 10, 2022. (Photo by Ludovic MARIN / various sources / AFP) (Photo by LUDOVIC MARIN/AFP via Getty Images)

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის მასშტაბით განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმები დაგმო და მას მოსკოვის ძალების მიერ „მოქალაქეების წინააღმდეგ წინასწარ განზრახული დარტყმები“ უწოდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

„ეს არის ამ ომის ბუნების ღრმა ცვლილება“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, პარიზში დაბრუნების შემდეგ, საჰაერო იერიშებთან დაკავშირებით მის დიპლომატიურ და სამხედრო მრჩევლებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დღეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რუსული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები