კიევსა და მის გარეუბნებში ისევ საჰაერო განგაში გამოცხადდა

კიევში საჰაერო განგაში კვლავ გამოცხადდა, – იტყობინება კიევის ქალაქის ადმინისტრაცია.

“კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა! ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო დაცვის თავშესაფარში!”, – ნათქვამია კიევის ადმინისტრაციის განცხადებაში Telegram-ში.

რაც შეეხება კიევზე დილით მიტანილ სარაკეტო იერიშს, დაღუპულთა რიცხვი არ შეცვლილა, თუმცა, დაშავებულების რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, მანამდე 31 დაჭრილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები