“რაშისტებმა” დნეპროპეტროვსკის რეგიონი დაბომბეს, სულ მცირე, 4 ადამიანია დაღუპული
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანია დაღუპული და 19 დაშავებული.
ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
„რუსებმა 10-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. მათგან ოთხის მოგერიება შევძელით”, – დაწერა მან.
მისი ინფორმაციით, რუსეთმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურის ობიექტებს, საცხოვრებელ უბნებს და ტრანსპორტის გაჩერებებს დაარტყა.
“დაბომბვა იმ დროს მიდიოდა, როდესაც ხალხი სამსახურში მიდიოდა. მიზანმიმართული იყო, რომ პანიკა დაეთესათ. სერიოზული ნგრევაა. ყველა სამსახური მუშაობს. კრივოი როგის ერთ-ერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა. ამჟამად, 80 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი”, – განაცხადა მან.