“ყველაფერი დასტურდება ობიექტური მონაცემებით” – პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა „თურქული ნაკადის“ აფეთქებას ცდილობდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, კიევი გაზსადენ “თურქული ნაკადის” ერთ-ერთი მონაკვეთის აფეთქებას ცდილობდა.

ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან საგანგებო შეხვედრაზე განაცხადა.

„არაერთი სხვა ტერორისტული თავდასხმა და მსგავსი დანაშაულის მცდელობა განხორციელდა ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკისა და გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათ შორის, “თურქული ნაკადის” ერთ-ერთი მონაკვეთის აფეთქების მცდელობის ჩათვლით. ყველაფერი დასტურდება ობიექტური მონაცემებით, მათ შორის, თავად დაკავებულების ჩვენებებით”, – განაცხადა პუტინმა.

22 სექტემბერს “ფსბ”-მ გამოაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა, თუმცა, მაშინ თავდასხმის ობიექტი არ დაუსახელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები