უკრაინაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
უკრაინის განათლების სამინისტრო, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, 14 ოქტომბრამდე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების დისტანციური სწავლების რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციას იძლევა. ამის შესახებ ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, სერგეი შკარლეტმა განაცხადა.
„დღეს მტერმა გამანადგურებელი დარტყმა კვლავ მიაყენა რეგიონებისა და დედაქალაქის ნაწილებს. მივმართავ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს! ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად დავიცვათ სასწავლო პროცესის ყველა მონაწილე. ამიტომ, გთხოვთ, ამ კვირის ბოლომდე (2022 წლის 14 ოქტომბრამდე) მიიღოთ გადაწყვეტილება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან. შკარლეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ყველაზე მთავარია ყველა მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა”.