რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, დედაქალაქი დაბომბეს, რასაც მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი მოჰყვა, დაზიანებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. ბევრი ქალაქი ელექტროენერგიის და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.
ცოტა ხნის წინ, მსგავსი საგანგებო სხდომა ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომაც გამართა, რომლის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კოლეგა პუტინთან საკავშირო სახელმწიფოს დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა.