“მოლდოვას სამმა რუსულმა რაკეტამ გადაუფრინა” – რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
უკრაინაზე განხორციელებული დღევანდელი მასიური სარაკეტო იერიშის დროს, სულ მცირე, სამმა რუსულმა რაკეტამ მოლდოვის ტერიტორიას გადაუფრინა.
ამის შესახებ “ტვიტერში” მოლდოვის ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ დაწერა.
“შავი ზღვიდან რუსული გემებიდან უკრაინის მიმართულებით დღეს გაშვებულმა სამმა ფრთოსანმა რაკეტამ, მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა განმარტებისთვის რუსეთის ელჩი დავიბარეთ”, – დაწერა დიპლომატმა.