აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

ინფორმაცია “ტვიტერში” გავრცელდა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო იერიშები პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, თავშესაფარში გადავიდნენ და უკრაინა დაუყოვნებლივ დატოვონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტით, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნებათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები