ზელენსკი და შოლცი G7-ის სასწრაფო შეხვედრის მოწვევაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი G7-ის ქვეყნების სასწრაფო შეხვედრა მოწვევაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა

„გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შევთანხმდით G7-ს ჯგუფის სასწრაფო შეხვედრის მოწვევაზე. გერმანია ჯგუფს თავმჯდომარეობს“, – დაწერა მან.

ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მისი გამოსვლა იგეგმება, რომელზეც ის რუსეთის ტერაქტებზე ისაუბრებს.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ საკითხები რუსეთზე ზეწოლის გაზრდასა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე“, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები