რუსეთის და ბელარუსის პირველი პირები, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონალური ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
„საკავშირო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონალური დაჯგუფების განთავსებაზე. ეს ყველაფერი ჩვენი დოკუმენტების მიხედვით. თუ საფრთხის დონე მიაღწევს არსებულ დონეს, საკავშირო სახელმწიფოს დაჯგუფებას ავამოქმედებთ”, – თქვა მან.
მისი თქმით, ამ დაჯგუფების საფუძველია – არმია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები.
“მინდა გითხრათ, რომ ამ დაჯგუფების ფორმირება დაწყებულია. უკვე ორი დღეა, მიმდინარეობს. განკარგულება გავეცი, რომ დავიწყოთ ამ დაჯგუფების ფორმირება”, – თქვა ლუკაშენკომ.