ლუკაშენკომ ძალოვნებსა და სამხედროებთან საგანგებო თათბირი ჩანიშნა

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან, ასევე, სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო თათბირი ჩანიშნა.

ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

“ველოდებით ლუკაშენკოს კომენტარებს შექმნილ ვითარებაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თუმცა, უკავშირდება თუ არა აღნიშნული საგანგებო თათბირი უკრაინაში დღევანდელ სარაკეტო იერიშებს, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები