კიევში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა დაზუსტდა
რუსი ოკუპანტების მიერ გამთენიისას კიევის 4 რაიონის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 ადამიანს შეადგენს, 32 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა, რომ შევჩენკოვსკის რაიონში 8 ადამიანი დაიღუპა და რომ “არიან დაშავებულებიც”.
რაც შეეხება თვითონ შევჩენკოს რაიონს, “რაშისტებმა” მას სამი რაკეტა ესროლეს. დაზიანებულია გზა. ხანძარი 6 მანქანას გაუჩნდა, კიდევ 15 დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, აქ 5 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. ასევე, 2 რაკეტა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოხვდა, სადაც 3 ადამიანი დაშავდა.
სვიატოშინსკის რაიონში რაკეტა ერთსართულიან შენობას მოხვდა – დაშავდა 3 ადამიანი.
გოლოსევსკის რაიონში 2 ჭურვი სხვადასხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, 1 ადამიანი დაშავდა.
დესნიანსკის რაიონში დაიბომბა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. სავარაუდოდ, 1 ადამიანი დაშავდა, შედეგები ზუსტდება.