“საჰაერო განგაში გრძელდება, დარჩით თავშესაფრებში” – ვიტალი კლიჩკო კიევის მოსახლეობას მიმართავს
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ქალაქის მოსახლეობას მიმართავს და თავსეფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა არ წყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ “საფრთხე ისევ არსებობს”.
ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.
“დედაქალაქი ტერორისტების თავდასხმის ქვეშაა! რაკეტები ქალაქის ცენტრში (შევჩენკოვსკის რაიონში) და სოლომენსკის რაიონში ობიექტებზე მიხვდა. საჰაერო განგაშია, შესაბამისად, საფრთხე გრძელდება.
მივმართავ დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს: განგაშის დროს დარჩით თავშესაფრებში. ქალაქში, თუ გადაუდებელი საჭიროება არ არის, დღეს არ ჩამოხვიდეთ. იმავეს ვთხოვ გარეუბნების მცხოვრებლებს.
კიევის ცენტრალური ქუჩები სამართალდამცავებმა გადაკეტეს, სამაშველო სამსახურები მუშაობენ”, – დაწერა კიევის მერმა.