“უკრაინელი ბავშვები იძულებულნი არიან – დაიძინონ, როდესაც მათ ქალაქებს ბომბავენ, დაფიქრდით ამაზე” – ესტონეთის პრეზიდენტი სარაკეტო იერიშებს გამოეხმაურა

ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქების, მათ შორის, კიევის ცენტრის დაბომბვას გამოეხმაურა.

მან “ტვიტერში” საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.

”დაფიქრდით ამაზე, როდესაც საკუთარ შვილებს ღამით დააძინებთ: უკრაინელი ბავშვები იძულებულნი არიან – დაიძინონ, როდესაც რაკეტები მათ მშობლიურ ქალაქებს ბომბავენ. მათმა მშობლებმა არ იციან, ეყოლებათ თუ არა დილით ოჯახი და სახლი. გამთენიისას კიევსა და რამდენიმე სხვა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს”, – დაწერა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები