კიევში სარაკეტო იერიშის შედეგად, ფილარმონიის შენობა და მუზეუმები დაზიანდა
რუსი ოკუპანტების მიერ კიევის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ფილარმონიის შენობა, ასევე, ხანენკოსა და შევჩენკოს მუზეუმები დაზიანდა.
ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ ტელეგრამში დაწერა.
„კიევის ცენტრის დაბომბვის შედეგად, დაზიანდა ფილარმონიის შენობა, ხანენკოსა და შევჩენკოს მუზეუმები“, – განაცხადა მან.
ტკაჩენკოს თქმით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
“რაშისტებმა” კიევის ცენტრს 3-4 რაკეტა გამთენიისას ესროლეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, თუმცა, ამ დროისთვის 8 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა. “ოკუპანტი ჩვენ განადგურებას ცდილობს, უნდა – მიწასთან გაგვასწოროს”, – მიმართა ზელენსკიმ მოსახლეობას.
პრეზიდენტმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.