ოკუპანტების მიერ კიევის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ გამთენიისას კიევის ცენტრალური უბნების დაბომბვის შედეგად, შევჩენკოვსკის რაიონში 8 ადამიანი დაიღუპა, 24 დაიჭრა.

ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა.

მომხდარს სოციალურ ქსელში ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

„სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღე. 229-ე დღეა, ცდილობენ ჩვენ განადგურებას, ისინი ცდილობენ, აღგვგავონ პირისაგან მიწისა. ჩვენი ხალხის განადგურებას ცდილობენ, რომლებიც საკუთარ სახლებში ზაპოროჟიეში ცხოვრობენ; მოკლან ადამიანები, რომლებიც დნეპრსა და კიევში სამსახურებში მიდიან. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშის სირენა არ ჩუმდება. არის სარაკეტო დარტყმები. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ძალიან გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს. გავმაგრდეთ და ვიყოთ ძლიერები”, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები