რუსი ოკუპანტების მიერ გამთენიისას კიევის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ არის ცნობილი.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაჭრილის შესახებ, თუმცა, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
“ტელეგრამ” არხებში დაბომბვის ადგილებიდან ვიდეოები და ფოტოები ვრცელდება.
ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო წერს, რომ დედაქალაქის ცენტრში თავდასხმის შემდეგ იწვის მანქანა და ერთი ადამიანი დაიღუპა.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი გამოეხმაურა.
“უკრაინა სარაკეტო იერიშების ქვეშ იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია ქვეყნის ბევრი ქალაქის დაბომბვის შესახებ. დაბომბვის შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა. დარჩით თავშესაფრებში! ნუ უგულებელყოფთ უსაფრთხოებას!”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ.