რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

ამის შესახებ ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა ტელეგრამში დაწერა.

“ამ ღამეს რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლეს. დილის 06:00 საათის მდგომარეობით, ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ, გულწრფელი სამძიმარი მის ნათესავებსა და ახლობლებს. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია, რომელსაც ჭრილობები მინისგან აქვს მიყენებული“, – დაწერა მან.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები