ოკუპანტებმა დნეპრი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას დნეპრი დაბომბეს.
როგორც ადგილობრივი Telegram-ის არხები იტყობინებიან, ქალაქში ჯერ ერთი აფეთქება მოხდა, შემდეგ კი გარკვეული ინტერვალით, სულ მცირე – სამი.
ერთ-ერთ რაიონში სერიოზული დაზიანებაა, გაჩნდა ხანძარი.
ერთ-ერთი ტელეგრამ-არხის მონაცემით, დაფიქსირებულია ქალაქის საცხოვრებელ უბნის დაბომბვა.
ხელისუფლებას ქალაქზე თავდასხმის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.