რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკის ცენტრი დაბომბეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით სლავიანსკის ცენტრი დაბომბეს, დაღუპულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა ორი.

ამის შესახებ “ფეისბუქში” სლავიანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ლიახმა დაწერა.

„ღამით ისევ დაიბომბა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. დაზიანდა კერძო სახლები ბოტანიჩესკაიას ქუჩაზე. ერთ-ერთში ოჯახი ცხოვრობდა. ჭურვის პირდაპირი მოხვედრით დაიღუპა სამი ადამიანი. 12 წლის ბიჭი გადარჩა, ის დაჭრილია. ამჟამად, ბიჭი საავადმყოფოშია. დაბომბვის ჯამური შედეგია – ოთხი დაღუპული, ორი დაჭრილი“, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები