რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. ადგილობრივი დროით 6:47 საათზე საჰაერო განგაშის სისტემა ამოქმედდა, დილის 08:00 საათზე კი 3-4 აფეთქების ხმა გაისმა.
კიევის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ადასტურებს.
მისი თქმით, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში დაფიქსირდა.
“რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვსკოს რაიონში – დედაქალაქის ცენტრში. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე მუშაობს”, – დაწერა მან Telegram-ში
ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ დაწერა, რომ “ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე, გრუშჩევსკის ძეგლთან ჩამოვარდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ”, – წერს ის.
სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივანმა, სვეტლანა ვოდოლაგამ განაცხადა, რომ იერიშის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები.
დეტალები ზუსტდება.